გაცნობებთ, რომ 2025 წლის 15 სექტემბრიდან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემას დაემატა ბაზრის კვლევის მოდული, რომელიც წარმოადგენს ბაზრის კვლევის ელექტრონული სისტემის საშუალებით განხორციელების მეთოდს.
ბაზარზე არსებული შემოთავაზებების, მათ შორის, პოტენციურ მიმწოდებელთა ვინაობის, არეალის, მათი შესაძლებლობების, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების, მიწოდების პირობებისა და ვადების, ასევე შესყიდვის სავარაუდო ღირებულების თაობაზე მაქსიმალურად სრულყოფილი სურათის შესაქმნელად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მიმართავს შემსყიდველ ორგანიზაციებს ბაზრის კვლევის სწორედ აღნიშნული მოდულის გამოყენებით განხორციელების რეკომენდაციით.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აგრეთვე თხოვნით მიმართავს პოტენციურ მიმწოდებლებს, რომ შესაბამისი შეთავაზებები შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინონ ბაზრის კვლევის ახალი მოდულის საშუალებით.
ბაზრის კვლევის ახალ მოდულთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ შემუშავებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელო, რომლის გაცნობაც შესაძლებელია შემდეგი ბმულის მეშვეობით.
გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი.