შპს „ზუნიალი“
ს/ნ: 400420576
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2026 წლის 4 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 4 აგვისტოს № 100-1002621610 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 5917), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ზუნიალის“ (ს/ნ: 400420576) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2026 წლის 27 მარტის №45 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR260038848) ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.