სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ !
08.01.2026
  
 

 

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დასახული მიზნების მისაღწევად და ამავე კანონით, ასევე მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, „შემსყიდველი ორგანიზაციის“ სტატუსით რეგისტრირებული ყველა მომხმარებლისათვის ინდივიდუალურად, შექმნა ელექტრონული ფოსტის მისამართები (რომელთა შესახებ ტექნიკური ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფოსტით სარგებლობისთვის აუცილებელი პაროლები, სააგენტოს მიერ დაეგზავნება შესაბამის შემსყიდველ ორგანიზაციებს). 

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, 2026 წლის 15 იანვრიდან საჭიროების შესაბამისად და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად (მათ შორის, ბაზრის კვლევის ჩატარებისას) სავალდებულო წესით გამოიყენოთ მხოლოდ ზემოხსენებული ელექტრონული ფოსტის მისამართები.

 

ასევე გაცნობებთ, რომ დაუშვებელია ზემოაღნიშნული ელექტრონული ფოსტის მისამართზე შემოსული, აგრეთვე ამავე ელ. ფოსტიდან გაგზავნილი შეტყობინებების წაშლა.

 

კითხვების არსებობის შეთხვევაში დაუკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზს 248 48 22