შპს „ორიონ კარგო“
ს/ნ: 400297424
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2026 წლის 15 ივნისს წარმოდგენილ იქნა სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ 2026 წლის 15 ივნისის №03/545 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 4613), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ორიონ კარგოს“ (ს/ნ: 400297424) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2026 წლის 6 მარტის №118 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR260027634) ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.