გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №237 დადგენილების საფუძველზე, 2027 წლის 1 იანვრიდან - 2027 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მედიკამენტების კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით შესყიდვის მიზნით ხორციელდება მონაცემების აგრეგირება.
კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვის მიზნით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2026 წლის 16 სექტემბრისა, აღნიშნულ მეილზე pharm@cpb.gov.ge გადმოგზავნოთ ინსტრუქციის მიხედვით შევსებული ცხრილი (იხ. ბმული) იმ მედიკამენტების (CPV 33600000 - ფარმაცევტული პროდუქტები) შესახებ, რომლის შესყიდვასაც გეგმავთ 2027 წლის სახსრებით.
დეტალური ინსტრუქცია:
Ø 2027 წლის განმავლობაში შესასყიდი მედიკამენტების რაოდენობების განსაზღვრისას, გაითვალისწინეთ თქვენი ორგანიზაციის მიმდინარე ან/და გასული წლ(ებ)ის საქონლის ხარჯვის სტატისტიკა, ასევე პაციენტთა სავარაუდო მომართვიანობის მაჩვენებელი და აღნიშნული მონაცემების მიხედვით დაგეგმეთ 2027 წლისთვის შესასყიდი მედიკამენტების ოდენობები.
Ø გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესასყიდი საქონლის განზომილების ერთეულად იგულისხმება აბი/ამპულა/დრაჟე/კაფსულა/ფლაკონი/ცალი/ტუბი და ა.შ. შესაბამისად, შესასყიდი მედიკამენტების რაოდენობების დაგეგმვისას გაითვალისწინეთ საქონლის შეფუთვა/დაფასოება და მედიკამენტის რაოდენობა განსაზღვროთ რელევანტურად და რაოდენობის სვეტში მიუთითეთ მხოლოდ ციფრი, ტექსტის გარეშე.
ამავდროულად, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მედიკამენტის რაოდენობა უნდა უდრიდეს ან აღემატებოდეს 10-ს, სადაც საქონლის განზომილების ერთეულად („ფორმის“ სვეტში), მითითებულია შემდეგი ფორმები:
· აბი
· აბი/შუშხუნა
· აბი/კაფსულა
· ამპულა
· შუშხუნა აბი
· აბი/კაფსულა/დრაჟე
· აბი/დრაჟე
· კაფსულა
· ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი
· ამპულა (ინტრავენური და ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის, ან ინტრავენური გამოყენებისთვის, ან ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის)
· ამპულა (ინტრამუსკულარული და ინტრავენური მოხმარებისთვის)
· გახანგრძლივებული მოქმედების გარსით დაფარული აბი
· დრაჟე
· საინექციო ხსნარი
· ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული აბი
ხოლო, ყველა სხვა შემთხვევაში მედიკამენტის რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 0-ს!
Ø ასევე გაითვალისწინეთ, რომ თანდართულ ცხრილში, ანბანის მიხედვით, მოცემულია იმ მედიკამენტების შესახებ დეტალური მონაცემები (მათ შორის, დამხმარე ინფორმაცია მედიკამენტების სავაჭრო დასახელების/მწარმოებლის და ფარმაკო-თერაპიული ჯგუფის მითითებით), რომლის შესყიდვაც იგეგმება კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში.
Ø იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის სასურველი კონკრეტული მედიკამენტი (დოზა/ფორმა/მოქმედი ნივთიერება) ცხრილში არ არის, გთხოვთ მოიძიოთ მისი ალტერნატივა და ჩაანაცვლოთ სხვა ფორმის, მსგავსი მოქმედების ან/და ანალოგიური ფარმაკო-თერაპიული ჯგუფის მქონე პრეპარატით.
მაგალითი #1:
თუ თქვენთვის სასურველი სავაჭრო დასახელებაა: „ტერაფლუ“ და მისი ჯენერიკია: comb. drug (Paracetamol, Pheniramine maleate, Phenylephrine hydrochloride)
მისი ჩანაცვლება შესაძლებელია ცხრილში მოცემული სავაჭრო დასახელებით: „ტერაფლუ ლიმნით“ და მისი ჯენერიკია: comb. drug (Paracetamol, Pheniramine maleate, Phenylephrine hydrochloride, Ascorbic acid).
მაგალითი #2:
თუ თქვენთვის სასურველი მედიკამენტის ფორმაა 200 მლ და ცხრილში 200 მლ-ს ნაცვლად არის მხოლოდ 100 მლ, გთხოვთ აირჩიოთ 100 მლ.
Ø თუ ზემოაღნიშნული ჩანაცვლების მიუხედავად, ცხრილში არ მოიძებნა თქვენთვის სასურველი ფარმაცევტული პროდუქტი, გთხოვთ, გამოიყენოთ ცხრილში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესავსები „დამატებითი ინფორმაციის“ სვეტი ან/და იხელმძღვანელოთ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №237 დადგენილებით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
Ø დამატებით განვმარტავთ, რომ ცხრილში მოცემულია ორი სამუშაო ფურცელი ე.წ. „შიტი“ (შიტი #1 - „188 დადგენილების გარეშე“ და შიტი #2 - „188 დადგენილების მიხედვით“). ზოგიერთი მედიკამენტი მეორდება ორივე სამუშაო ფურცელზე ე.წ. „შიტზე“. თუმცა, განსხვავება შიტი #1-სა და შიტი #2-ს შორის არის მხოლოდ მოთხოვნა მედიკამენტის რეგისტრაციის წესის შესახებ, კერძოდ: შიტი #1-ზე მოცემული მედიკამენტები არის სტანდარტული, საქართველოში აღიარებითი ან ეროვნული რეჟიმით დარეგისტირებული. ხოლო, შიტი #2-ზე მოცემული მედიკამეტები რეგისტრირებული უნდა იყოს „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული სატენდერო მოთხოვნა ფარმაცევტული პროდუქტ(ებ)ის №188 დადგენილების გათვალისწინებით ან მის გარეშე რეგისტრაციის თაობაზე უნდა განისაზღვროს თქვენი ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე და ცხრილიც უნდა შეავსოთ აღნიშნული საჭიროების გათვალისწინებით.
Ø მოგახსენებთ, რომ დაუშვებელია ცხრილში მოცემული მონაცემების ნებისმიერი სახით დაკორექტირება ან/და ინფორმაციის წაშლა! თქვენთვის სასურველი ინფორმაციის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ ველებში, რომლებიც შეფერილია წითლად, ხოლო მონაცემის შეყვანისთანავე, შეიფერება მწვანედ.
Ø შეგახსენებთ, რომ სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ „დამატებითი ინფორმაციის“ სვეტი.
Ø გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ Excel-ის ფორმატით მოცემული ცხრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ცენტრალური შემსყიდველი ორგანო
+995 32 2 242 248 შიდა: 39
+995 598 265 254 სალომე ძოძუაშვილი
|
ცენტრალური შემსყიდველი ორგანო მისამართი: რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. N8 0113, თბილისი, საქართველო ტელ.: +322 224 22 48 (შიდა: 39) |
Central Purchasing Body Address: Richard Holbrooke Str. N8 0113, TBILISI, GEORGIA Tel: +322 224 22 48 (Ext. 39) |