სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საგრანტო პროექტის "საბუნებისმეტყველო (ქიმიურ-ტექნოლოგიური და მინერალოგიურ-გემოლოგიური) ცოდნა საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცულ ქართულ და აღმოსავლურ ხელნაწერებში" № FR-21-620 ფარგლებში გეგმავს არასტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერის (ლეპტოპის) შესყიდვას.
გთხოვთ, თანდართული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად წარმოადგინოთ შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულება (ერთეულისა და ჯამური ღირებულების მითითებით).
წინადადებების წარმოდგენის საბოლოო ვადა არის არაუგვიანეს 2022 წლის 12 დეკემბერი, 18:00 საათი. გთხოვთ, წინადადებები მოგვაწოდოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sheskidvebi@manuscript.ge
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღებისთვის.
საკონტაქტო ინფორმაცია:
სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის
შესყიდვების სამსახურის უფროსი
მაია ბუზალაძე
მობ: +2 474242 (შიდა123)
ელ-ფოსტა: sheskidvebi@manuscript.ge
მის: ქ. თბილისი მ. ალექსიძის ქ N1/3
მიბმული ფაილები