გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში. განხორციელებული ცვლილების შედეგად:
➢ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა განისაზღვრება:
• ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 5%-ის ჩათვლით – საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, ხოლო თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე – 5%-დან 10%-ის ჩათვლით.
• ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10%-ის ჩათვლით – სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში, ხოლო თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე – 10%-დან 20%-ის ჩათვლით.
➢ ანგარიშსწორებისას სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია სატენდერო პირობებით განსაზღვრული წინასწარი ანგარიშსწორების ოდენობა ან შეამციროს 50%-ით ან წინასწარი ანგარიშსწორება არ განახორციელოს, თუ აღნიშნული მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
➢ ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს პრეისკურანტის საფუძველზე ნაპირდაცვის ან ნაპირაღდგენის სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში, რომლებიც მოიცავს საპროექტო მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვას.
ზემოაღნიშნული ცვლილებები ამოქმედდა 2026 წლის 8 ივნისიდან და ვრცელდება 8 ივნისიდან გამოცხადებულ ტენდერებზე.
გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი.