სიხლეები   თურქეთის 60-მდე ბიზნესსუბიექტის წარმომადგენლებისთვის ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
19.11.2026
  
 

 

 

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (SPA) და თურქეთის საჯარო შესყიდვების უწყების (KIK) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, თურქეთის 60-მდე ბიზნესსუბიექტის წარმომადგენლებისთვის ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრის მთავარ მიზანს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ეფექტიანობის, უპირატესობების, გამჭირვალეობის, საკანონმდებლო ჩარჩოსა და ელექტრონული პლატფორმის სარგებლიანობის გაზიარება წარმოადგენდა.

 

შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს და თურქ პარტნიორებს წარუდგინეს:

 

• ქართული საჯარო შესყიდვების ეკოსისტემა

• სატენდერო პროცედურები

• სამართალწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტები

• ელექტრონული შესყიდვების სისტემის ფუნქციონალი

• პლატფორმაზე მომხმარებლის რეგისტრაციის პროცესი

• და სხვა

 

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც თურქული კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.

 

სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს ბიზნესწრეების ინფორმირებას ქართული საჯარო შესყიდვების ბაზარზე არსებული შესაძლებლობების თაობაზე.