შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ (ს/ნ 445409415) დაბა ჩაქვში, მეგენეიშვილის ქუჩა №17-ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ატარებს ფასთა კვლევას. გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციას და წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება წერილობითი სახით, არაუგვიანეს 2020 წლის 10 სექტემბრის 18:00 სთ-სა. შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, ჟიული შარტავას ქუჩა №13. შემოთავაზების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე: ajarapmc@gmail.com. სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენაში განიხილება მხოლოდ იმ პოტენციური მიმწოდებლების წინადადებები, რომელთაც ტექნიკური ზედამხედველობის სფეროში სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ მინიჭებული აქვთ აკრედიტაციის მოწმობა და რომელთაც: ა) 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე შესრულებული აქვს დღგ-ის ჩათვლით არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ჯამური ღირებულების სამშენებლო სამუშაოების (გარდა დემონტაჟის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, შეკეთების და ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობის სამუშაოებისა) ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება. დაბა ჩაქვში, მეგენეიშვილის ქუჩა №17-ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ზედამხედველობას დაქვემდებარებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულება შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, NAT200013369 ელექტრონულ ტენდერში. საკონტაქტო პირები: მირზა ბოლქვაძე - მობ: 593 50 40 31 მამუკა ვასაყმაძე - მობ: 577 10 16 15 ლაშა ჩიხლაძე - მობ: 514 11 90 90