ბაზრის კვლევა   ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“ აცხადებს ბაზრის კვლევას
20.10.2022
  
 

 

 

ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“ ატარებს  ბაზრის კვლევას ქ. თბილისში, ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასა და ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონაში მდებარე, შემსყიდველის მიერ შერჩეულ არეალზე, მოვლა-პატრონობისთვის საჭირო სამუშაოების შესყიდვის მიზნით.

) მიწოდების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი მოცულობის შესაბამისად, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის წერილობით მითითებულ (განსაზღვრულ) გონივრულ ვადაში.

) სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულებით განსაზღვრული სამუშაოების და მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ.

) ანგარიშსწორების პირობები:

1)                   მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში (ეტაპობრივი ან/და საბოლოო).

2)                   შესაძლებელია ავანსის გამოყენება შემსყიდველთან შეთანხმებით, სახელშეკრულებო ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-ისა.

) შემოთავაზებული ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.

) აღნიშნულ სამუშაოებზე გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი, სადაც პრეტენდენტს მოეთხოვება შემდეგი გამოცდილების და დამადასტურებელი დოკუმენტაციის ქონა:

პრეტენდენტს 2019 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში უნდა გააჩნდეს  რეაბილიტაციის და სხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების (ფაქტიური შესრულება) გამოცდილება, რომლის საერთო ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს 450,000 ლარზე ნაკლები.
წარმოდგენილი უნდა იქნას დამადასტურებელი დოკუმენტაცია – ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი და ფორმა N2). იმ შემთხვევაში
, თუ აღნიშნული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში სრულად, მათი დამატებით წარმოდგენა საჭირო არ არის. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაციის ცხრილი და მასში მიუთითოს SPA,NAT,DAP,DEP ან CMR ნომრები.

 

ვ) საგარანტიო პირობები:

 

1)                   შესრულებული სამუშაოს საგარანტიო პირობები: საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 წელი.

2)                   მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო ანგარიშსწორებამდე წარმოადგინოს ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტიურად შესრულებული სამუშაობის მთლიანი ღირებულების 2,5%-ის ოდენობით. უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის მოქმედების ვადაა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელი. აღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საფინანსო წლის დასრულებამდე დარჩენილია 10 (ათი) კალენდარულ დღეზე ნაკლები, ზემოაღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საფინანსო წლის დასრულებამდე. ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენამდე შემსყიდველი უფლებამოსილია არ მოახდინოს საბოლოო-მიღება ჩაბარების აქტით განსაზღვრული სამუშაოთა ღირებულების ანგარიშსწორება).

 

ზ) გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით, მოგვაწოდოთ თქვენ მიერ შემოთავაზებული  განფასება დანართიN1-ის შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარში) დღგ-ს ჩათვლით. ასევე, წერილობით გვაცნობოთ, რომ გაქვთ ზემოაღნიშნული გამოცდილება.

 

ზემოაღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე info@tdf.ge ან/და კანცელარიაში.

 

წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.

 

 

მიბმული ფაილები