ბაზრის კვლევა   სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ აცხადებს ბაზრის კვლევას
02.02.2023
  
 

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ატარებს ფასთა კვლევას ბრაილის შრიფტით და რელიეფურად  დასაბეჭდი სახელმძღვანელოების თაობაზე.

 

დანართი N1-ის სახით წარმოგიდგენთ ინფორმაციას უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეებისთვის  შესასყიდი სახელმძღვანელოების რაოდენობის თაობაზე. ასევე დანართების სახით წარმოგიდგენთ რელიეფურად დასაბეჭდი სახელმძღვანელოების მონაცემებს.

 

დანართი N1 -ში ყვითელი ფერით არის მონიშნული ბრაილის შრიფტზე გადასაყვანი სახელმძღვანელოები, ხოლო დანარჩენი სახელმძღვანელოები  2019 წლიდან უკვე გადაყვანილია ბრაილის შრიფტზე  და საჭიროებს მხოლოდ ბეჭდვას.

 

მიწოდების ადგილი:  ქ.თბილისი, იუმაშევის #4.

 

მოწოდების ვადა:  განისაზღვროს ბაზრის კვლევის ეტაპზე.  

 

გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციას და დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნოთ  შემოთავაზება დანართი N1 სახით, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 09 თებერვლის 18:00 სთ-მდე.

 

ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგვიგზავნეთ ქვემოთ მითითებულ მეილზე, ასევე დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

 

Email: n.gogichashvili@esida.ge 

Tel: 555 13 57 37

ნინო გოგიჩაშვილი

 

ბაზრის კვლევის მთავარი სპეციალისტი.

 

 

მიბმული ფაილები