სიხლეები   შპს „TRG Group“
19.08.2024
  
 

 

 

შპს „TRG Group“

ს/ნ: 245558793 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2024 წლის 24 ივლისს წარმოდგენილ იქნა სს ,,საქართველოს რკინიგზის" 2024 წლის 24 ივლისის № 5/6-0105-25 და № 5/6-0106-25 წერილობითი შეტყობინებები (რეგისტრაციის № 6128; 6129), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა შპს „TRG Group“-ის (ს/ნ:245558793) მიერ NAT240006096 და NAT230009332 ელექტრონული ტენდერების საშუალებით დადებული 2024 წლის 24 აპრილის № შს/24-063 და 2023 წლის 2 ივნისის № შს/23-158 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.