სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „გოლდენ ჰენდს“
25.07.2025
  
 

 

 

შპს „გოლდენ ჰენდს“

ს/ნ: 406087096

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2025 წლის 9 ივლისს წარმოდგენილ იქნა სსიპ „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ 2025 წლის 9 ივლისის № MOD92500902304 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №5612), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „გოლდენ ჰენდს“- ის (ს/ნ: 406087096) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2025 წლის 7 მაისის №25-185 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR250062828) ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.