შპს „აი-ქეი-ბი“
ს/ნ: 405287513
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2026 წლის 12 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ 2026 წლის 12 აგვისტოს № MOI-MDFN4100-გ და № MOI-MDFN4101-გ წერილობითი შეტყობინებები (რეგისტრაციის № 6125; № 6126), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა ამხანაგობა „აი-ქეი-ბი ბილდის“ (ს/ნ: 205614735) მიერ NAT240013710 და NAT230011406 ელექტრონული ტენდერების საშუალებით დადებული 2024 წლის 7 აგვისტოს № GOG/ET/CW/1003 და 2023 წლის 21 ივნისის № GOG/ET/CW/768 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge