შპს „მუნიციპალური განვითარების ჯგუფი“
ს/ნ: 435895774
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2026 წლის 4 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 4 აგვისტოს № 34-342621670 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №5919), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „მუნიციპალური განვითარების ჯგუფის“ (ს/ნ: 435895774) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2025 წლის 30 დეკემბრის № 40/ს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR260000293) ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge