შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 19 მარტის №7 ბრძანებით ცვლილება შევიდა „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში. ცვლილების თანახმად, ელექტრონული ტენდერიდან/კონკურსიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო აღარ წარმოადგენს მის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველს. ამასთანავე, შეიცვალა ბრძანების დანართი – პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ წერილობითი შეტყობინების ფორმა. ცვლილება ამოქმედდება 2018 წლის 21 მარტიდან.
ტრენინგი “სიახლეები სახელმწიფო შესყიდვებში“ შესყიდვების სპეციალისტებისათვის
2014 წლის ოქტომბრიდან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, საჯარო სექტორის უწყებების/ორგანიზაციების შესყიდვების სპეციალისტების გადამზადების მიზნით, შეიქმნა სააგენტოს სასწავლო ცენტრი. მას შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს სპეციალისტების გადამზადება. ამის პარალელურად, საჯარო შესყიდვების სფეროში განხორციელდა უამრავი ცვლილება. სწორედ ამიტომ, 2018 წლის მაისიდან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით, ამავე უწყების სასწავლო ცენტრში, ჩატარდება ერთდღიანი ტრენინგები, სახელმწიფო უწყებების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული სსიპ - ები, ააიპ-ების, შპს-ებისა და სხვ. შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის, რომელთაც წინა წლებში უკვე გაიარეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ტრენინგი „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“ და ეძლევათ ახალი შესაძლებლობა სააგენტოს მაღალკვალიფიური ტრენერების დახმარებით გაეცნონ სახელმწიფო შესყიდვების სფეროს სიახლეებს. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გაიარონ რეგისტრაცია:
http://www.procurement.gov.ge/TrainingCenter/training/registration.aspx“
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული
ნათია ბედენაშვილი
ელ.ფოსტა: nbedenashvili@spa.ge
555 200 253