შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
ფიჭური სატელეფონო მომსახურების უწყვეტობის აუცილებლობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 იანვრის №225 განკარგულებისა და ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2018-2019 წლების კონსოლიდირებული ტენდერის (CON170000115) სატენდერო დოკუმენტაციის 6.10 პუნქტის ე. ქვეპუნქტის შესაბამისად, გეძლევათ რეკომენდაცია, ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვა გააგრძელოთ CON170000115 - კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლებისაგან (შპს „მაგთიკომი“, შპს „ჯეოსელი“, შპს „ვიონი საქართველო“), ამავე ტენდერით გათვალისწინებული ტარიფებისა და პირობების შესაბამისად. ამასთან, მომსახურების მიღება შეგიძლიათ 2019-2020 წლის კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებამდე, შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებისა და პორტირების პროცედურების დასრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის 1-ლი აპრილისა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
სააგენტო მოუწოდებს შემსყიდველ ორგანიზაციებსა და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველებს/პრეტენდენტებს/მიმწოდებლებს, გაატარონ სათანადო მოსამზადებელი ღონისძიებები, რათა 2019 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყონ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვა.
იხილეთ სახელმძღვანელო ინსტრუქცია
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
იმ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომელთაც 2019 წლის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით გესაჭიროებათ ევრორეგულარის შესყიდვა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გაძლევთ რეკომენდაციას იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით, ევრორეგულარის ნაცვლად შეისყიდოთ პრემიუმი 2019 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გამარჯვებული მიმწოდებლის - შპს ,,რომპეტროლ საქართველოსგან“, კონსოლიდირებულ ტენდერში არსებულ ფასად. აღნიშნულის მიზნით, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ შპს „რომპეტროლ საქართველოს“ და გაუფორმოთ ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა იქნება არაუმეტეს 2019 წლის 1 აპრილი.
ხელშეკრულების გაფორმების შეუძლებლობის შემთხვევაში, ევრორეგულარის მიწოდების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად და შესაძლო შეფერხებების თავიდან ასაცილებლად, მიმართეთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების სამსახურს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობის შემთხვევაში უფლება გაქვთ მიმართოთ არაუმეტეს 31 იანვრამდე საჭირო საწვავის რაოდენობის შესყიდვაზე (ტელ. 577180816).