სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „ინსტალი“
08.01.2024
  
 

 

 

შპს „ინსტალი“

ს/ნ: 404436570

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2023 წლის 1 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ 2023 წლის 30 ნოემბრის № MES4230001626603 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 10061), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ინსტალის“ (ს/ნ: 404436570) მიერ NAT220012413 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2022 წლის 8 აგვისტოს № 320701/03/163 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge.