სიხლეები   ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ერთობლივად ჩატარებული ვებინარი
09.11.2021
  
 

საჯარო მმართველობაში კორუფციისა და თაღლითობის რისკების პრევენციის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან თანამშრომლობით, საჯარო სექტორის შიდა აუდიტორებისთვის ორგანიზება გაუწია ონლაინ ვებინარს თემაზე -„სახელმწიფო შესყიდვები: არსებული რისკები, დამკვიდრებული პრაქტიკა და გაკვეთილები შიდა აუდიტორებისთვის“ . 

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, შიდა აუდიტის საკონსულტაციო მანდატის გაძლიერების მნიშვნელობას სახელმწიფო შესყიდვების პროცესის გაუმჯობესებისას და საკანონმდებლო მოთხოვნების სრული შესაბამისობის აუცილებლობას საჯარო დაწესებულებებში. ამგვარი პრაქტიკული ვებინარი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სახელმწიფო შიდა კონტროლის სისტემის მდგრადი განვითარებისა და საჯარო ფინანსების ეფექტიანი მართვის დასამკვიდრებლად საქართველოში.

 

ონლაინ ვებინარში მონაწილეობა მიიღო, როგორც ცენტრალური სამინისტროს, ისე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროების, მუნიციპალიტეტებისა და სსიპ-ის 100-მდე შიდა აუდიტორმა.