სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს თავმჯდომარის
  გ   ა   ნ   კ   ა   რ   გ   უ   ლ   ე   ბ   ა

KA080168508407318
 
# 147 16 / იანვარი / 2018 წ.
 
 
 ელექტრონული ტენდერის (NAT170014361) შეწყვეტის საჭიროების თაობაზე
 

2018 წლის 15 იანვარს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც NAT170014361 ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტებმა ვერ მოახერხეს სატენდერო წინადადებების წარდგენა. ამავდროულად, ამავე დღეს NAT170014361 ელექტრონულ ტენდერს მიენიჭა ტენდერის სტატუსი „წინადადებების მიღება დასრულებულია“, შესაბამისად, საჯარო გახდა იმ მომენტში არსებული ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება, რის გამოც ვერ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ამ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადის შესაბამისი პერიოდით გაგრძელების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად:

1. სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ, დადგენილი წესით, შეწყვიტოს NAT170014361 ელექტრონული ტენდერი.

2. წინამდებარე განკარგულება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე www.procurement.gov.ge. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობოთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებლებს სისტემური შეტყობინების მეშვეობით.

3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6), კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 

თავმჯდომარე
ლევან რაზმაძე