სიხლეები   IX ეტაპის მსმენელთა სწავლება დღეს დაიწყო
18.07.2016
  
 
IX ეტაპის მსმენელთა სწავლება დღეს დაიწყო
18.07.16 – 28.07.16

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში 2016 წლის 18 ივლისს დაიწყო და 28 ივლისს დასრულდება ტრენინგები თემაზე „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“.
აღნიშნული კურსი განკუთვნილია სახელმწიფო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის.
ათი დღის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში სწავლებას გაივლის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან წარმოდგენილი 56 სპეციალისტი.

მსმენელებმა დღეს გაიარეს პრეტესტირების ეტაპი. 
კურსის დასრულების შემდეგ კი მათ ჩაუტარდებათ შესაბამისი პოსტტესტირება, რის შედეგადაც გადაეცემათ „სახელმწიფო შესყიდვების კურსის“ გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სააგენტოს მიერ შემოთავაზებული კურსი განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვინც ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს და სურს კვალიფიკაციის ამაღლება.
სწავლებას უძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
ტრენინგებს აფინანსებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.