სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „GEORGIAN-TROPIC“
19.02.2016
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „GEORGIAN-TROPIC“
შპს „GEORGIAN-TROPIC“
ს/კ: 245624908
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 8 იანვარს წარმოდგენილ იქნა სსიპ „სოფელ უჩხითის საჯარო სკოლის“ 2016 წლის 8 იანვრის №01-12/01 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №174), რომლითაც სააგენტოს ეცნობა SPA150029212 გამარტივებული ელექტრონული ტენდერიდან გამარჯვებული პრეტენდენტის – შპს „GEORGIAN-TROPIC“-ის (ს/კ: 245624908) დისკვალიფიკაციის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8; ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.