სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
06.11.2018
  
 
გაცნობებთ, რომ 2019 წლისათვის (2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) საჭირო ნავთობპროდუქციის (საწვავის)  სახელმწიფო შესყიდვის მიზნით საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას.
კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით,  გთხოვთ, არაუგვიანეს 2018 წლის 14 ნოემბრისა, კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის ctd.spa.ge მეშვეობით, სატენდერო კომისიას მიაწოდოთ ინფორმაცია იმ ნავთობროდუქციის (საწვავის) შესახებ, რომლის შესყიდვასაც გეგმავთ (01.01.2019 – 31.12.2019 პერიოდისათვის).

გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემაში ctd.spa.ge მოცემული ველები.  

იმ შემთხვევაში, თუ არ გეგმავთ ნავთობპროდუქციის (საწვავის) ზემოაღნიშნულ შესყიდვას, გთხოვთ შესაბამის ველებში მიუთითოთ 0.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ცხელი ხაზი: +322 248 48 22
ელ-ფოსტა:  oil2018@spa.gov.ge