სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
01.07.2019
  
 
როგორც მოგეხსენებათ, 2019 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, „2019 წლის განმავლობაში სატრასნპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 4 დეკემბრის N2304 განკარგულების თანახმად,  სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გამოაცხადა კონსოლიდირებული ტენდერები თერთმეტ ლოტად.
გაცნობებთ, რომ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში გამარჯვებული ზოგიერთი მიმწოდებლის მხრიდან ადგილი აქვს სატენდერო დოკუმენტაციების განსხვავებულ ინტერპრეტაციას, კერძოდ, მათი განმარტებით, კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაცია და სახელშეკრულებლო პირობები არ ითვალისწინებს ისეთ სადაზღვევო რისკს, როგორიცაა გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფი დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების დაზიანება სხვა მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახების შედეგად. მსგავსი განმარტება გამომდინარეობს იქიდან, რომ აღნიშნული მიმწოდებლები სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ სადაზღვევო რისკს - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას მხოლოდ მაშინ განიხილავენ სადაზღვევო შემთხვევად, თუ გზაზე ნებისმიერი ხდომილება გამოწვეულია მხოლოდ დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას. შესაბამისად, სადაზღვევო რისკის - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ამგვარი გაგება (ინტერპრეტაცია) ცალსახად აკისრებს მოძრაობის ვალდებულებას დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებას, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება 2019 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია.
აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სატენდერო დოკუმენტაციისა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზემოაღნიშნული შემთხვევა ცალსახად წარმოადგენს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას, ვინაიდან სატენდერო დოკუმენტაციისა და  საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის განმარტებით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია) არის გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და მისივე მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება ან ნაგებობა. აღნიშნული განმარტება აღწერს მოვლენას, თუ რას ნიშნავს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა და არ განასხვავებს მათ იმისდა მიხედვით, თუ რომელი სატრანსოპორტო საშუალების მოძრაობის შედეგად მოხდა შეჯახება. განმარტების თანახმად, შემთხვევა რომ დაკვალიფიცირდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევად, დიახ, რომელიმე მონაწილე სატრანსპორტო საშუალება აუცილებლად უნდა იყოს მოძრავ მდგომარეობაში და იგი არ აკისრებს მოძრაობის ვალდებულებას მხოლოდ დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებას. აღნიშნული განმარტება უცვლელად არის გადატანილი წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციაში, იმავე შინაარსითა და იმავე მნიშვნელობით.
მაშასადამე, შემთხვევა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევად კვალიფიცირდება ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა, სხვა რომელიმე, თუ - ორივე ერთად.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციის, ასევე, კანონის განმარტების შესაბამისად, ნებისმიერი ზემოაღნიშნული შემთხევევა (როდესაც სახეზეა შეჯახების შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება) ცალსახად წარმოადგენს საგზაო-სატრანსპორტო შემთხევევას, რაც თავის მხრივ გათვალისწინებულია წინამდებარე კონოსლიდირებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალების „სადაზღვევო პირობების“ I ნაწილით განსაზღვრულ სადაზღვევო რისკების ჩამონათვალში. 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ამავე დროს, სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, სატენდერო კომისია შემსყიდველ ორგანიზაციებს მოგმართავთ რეკომენდაციით, 2019 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში გამარჯვებულ მიმწოდებლებს, მოსთხოვოთ სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების პირნათლად შესრულება.