სიხლეები   ამუშავდა წინასწარი ანგარიშსწორების დამატებითი მექანიზმი
16.08.2012
  
 

წინასწარი ანგარიშსწორების დღემდე არსებული მექანიზმის პარალელურად, რომელიც გულისხმობს წინასწარი ანგარიშწორებისას გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენას, ამუშავდა ახალი, დამატებითი მექანიზმი, რომლის დროსაც არ არის სავალდებულო მიმწოდებლის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენა.

ამ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია წინასწარი ანგარიშსწორებისას გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება, თუ მიმწოდებლისათვის წინასწარ გადასახდელი თანხა ჩაირიცხება საამისოდ ცალკე გახსნილ მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე და ამ თანხის გამოყენება მოხდება შემსყიდველი ორგანიზაციის კონტროლით ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში.

კონტროლი შესაძლებელია მოიცავდეს თანხის განკარგვის წინასწარ კონტროლს, დადგენილი ზღვრული ოდენობის თანხის განკარგვის წინასწარ კონტროლს და გახარჯული თანხის შემდგომ კონტროლს, თუ შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

დამატებითი ინფორმაცია ამ სიახლის თაობაზე შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებულიგამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 263 მუხლში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზს (ტელ: 2 48 48 22)