სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს
30.12.2016
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს. სააგენტოს თანამშრომლებმა არჩევანი კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებ ოჯახებზე შეაჩერეს, ვინაიდან ობიექტური მიზეზების გამო ისინი დახმარებას განსაკუთრებულად საჭიროებენ.  სააგენტოს თანამშრომლები 3 სოფელში - დიცში, არბოსა და ქორდში მცხოვრებ 21 ოჯახს ესტუმრნენ და წინასაახალწლოდ ბავშვებს ტკბილეული და საჩუქრები გადასცეს.

IMG_8912.JPG