სიხლეები   დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N4
03.02.2011
  
 

2011 წლის 20 იანვარს შპს ,,პსპ სამედიცინო დაზღვევის” მიერ საბჭოში წარდგენილ იქნა საჩივარი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ №SPA100000177 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით.

შპს ,,პსპ სამედიცინო დაზღვევა’’ თავისი საჩივრით ითხოვდა აღნიშნულ ტენდერში მისი დისკვალიფიკაციის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას და შპს ,,პსპ სამედიცინო დაზღვევის’’ ზემოაღნიშნულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებას.

2011 წლის 31 იანვარს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საბჭოს მიერ მიღებულ იქნა    N4 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად შპს „პსპ სამედიცინო დაზღვევის“ საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული.