სიხლეები   დეტალური დიზაინის მომზადება თელავის მუნიციპალიტეტში, სოფ. შალაურში მდებარე „შალაურის“ ღვინის მარნის მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის
19.08.2014
  
 

Vis ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა

(საკონსულტაციო მომსახურება - ფირმების შერჩევა)

საქართველო

რეგიონალური განვითარების პროექტი – P126033

სესხი # 8148-GE

დავალების სახელწოდება: ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და

დეტალური დიზაინის მომზადება თელავის მუნიციპალიტეტში, სოფ.

შალაურში მდებარე „შალაურის“ ღვინის მარნის მისასვლელი გზის

რეაბილიტაციისთვის

# IBRD/RDP/CS/CQS/05-2014

საქართველომ მიმართა მსოფლიო ბანკს რეგიონული განვითარების პროექტის

დასაფინანსებლად. აღნიშნული სახსრების ნაწილის გამოყენება დაგეგმილია საკონსულტაციო

მომსახურებისთვის.

საკონსულტაციო მომსახურების („მომსახურება“) მიზანია ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და

დეტალური დიზაინის მომზადება, აგრეთვე გარემოსდაცვითი მართვის გეგმის მომზადება გზის

რეაბილიტაციისთვის.

საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგ აქტივობებს:

  •  ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა: შემოთავაზებული ქვეპროექტის ფინანსური და ტექნიკური შესწავლა-შეფასება, შემოთავაზებული ინვესტიციის ეკონომიკური უკუგების განაკვეთის ანალიზის ჩათვლით;
  •  დეტალური საინჟინრო პროექტისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება: კვლევა- მიმოხილვა და საპროექტო სამუშაოების ჩატარება დეტალური დიზაინის მოსამზადებლად;
  •  გარემოსდაცვითი მართვის გეგმის მომზადება: ქვეპროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური ზეგავლენის შეფასება სამშენებლო და საექსპლუატაციო ეტაპებზე და ნეგატიური გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შემარბილებელი შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრა.

დავალების ხანგრძლივობაა 6 კვირა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო

კომპანიებს („კონსულტანტებს“) ზემოთ ხსენებული მომსახურების განხორციელებაზე

ინტერესის გამოსახატავად. დაინტერესებული კონსულტანტები ვალდებულები არიან

წარმოადგინონ მომსახურების განხორციელებისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისი

კვალიფიკაციის და სათანადო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. საბოლოო

სიისთვის შესარჩევი კრიტერიუმებია:

  •  მსგავსი ხასიათის დასრულებული საკონსულტაციო კონტრაქტები ბოლო 7 წლის განმავლობაში (ე.ი. 2006 წლის იანვრიდან). შეფასება განხორციელდება შესაბამისი საკონსულტაციო კონტრაქტების ფასის და რაოდენობის კომბინაციის საფუძველზე.
  •  კონსულტანტის ზოგადი გამოცდილება.

შენიშვნა: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უფლებას იტოვებს

გადაამოწმოს წარმოდგენილი რეკომენდაციები და შეფასების მიზნებისათვის გამოიყენოს

მოპოვებული ინფორმაცია.

დაინტერესებული კონსულტანტების ყურადღება უნდა გამახვილდეს მსოფლიო ბანკის

სახელმძღვანელო პრინციპების: კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება მსოფლიო

ბანკის სესხის ამღებთა მიერ IBRD-ის სესხებისა და IDA-ს კრედიტებისა და გრანტების

ფარგლებში (2001 წლის გამოცემა) პარაგრაფზე 1.9. (“სახელმძღვანელო პრინციპები

კონსულტანტებისათვის”), სადაც მითითებულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა

კონფლიქტთან დაკავშირებით.

თავიანთი კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ სხვა

ფირმებთან. (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისათვის მისაღები

გაერთიანების ფორმას წარმოადგენს ქვე-კონსულტანტობის ან ერთობლივის საწარმოს

ფორმა და განაცხადში ნათლად უნდა იქნას მითითებული გაერთიანების ტიპი.

კონსულტანტის კორპორატიული გამცდილების შეფასებისას გათვალისწინებული არ

იქნება ქვე-კონსულტანტების გამოცდილება).

ანალოგიურ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება #1 ფორმით უნდა იქნას

წარმოდგენილი, რომელიც მგფ-ს ვებგვერდზე იქნება ატვირთული შემდეგ ბმულზე:

http://mdf.org.ge/wp-content/uploads/2014/02/Form-for-References.pdf

კონსულტანტს რეკომენდაციას ვუწევთ თავის ინტერესის გამოხატვის წერილი 30

გვერდიანი ფორმატით წარმოადგინოს. კომპანიის ბროშურები შესაძლოა წარმოდგენილი

იქნას დანართის სახით, და მასზე არ გავრცელდება 30-გვერდიანი ლიმიტი.

კონსულტანტი შეირჩევა კონსულტანტის კვალიფიკაციაზე დაფუძნებული (CQS) შერჩევის

მეთოდით, კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება მსოფლიო ბანკის სესხის ამღებთა

მიერ IBRD-ის სესხებისა და IDA-ს კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში (2011 წლის

იანვრის გამოცემა) III განყოფილებაში მოცემული მეთოდის მიხედვით.

დაინტერესებულ კონსულტანტებს შეუძლიათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10.00-დან

18.00 საათამდე მოიპოვონ დამატებითი ინფორმაცია მგფ-ს შესყიდვების სამსახურში,

ტელეფონის ნომერი: +99532 2437001, შიდა ნომერი 409, ქ-ნი მარი ჯანგულაშვილი,

შესყიდვების სპეციალისტი.

განცხადება ინტერესის გამოხატვაზე მოწოდებულ უნდა იქნას ინგლისურ ენაზე

წერილობით ქვემოთმოყვანილ მისამართზე (პირადად, ელ-ფოსტის, ფაქსის ან საკურიერო

ფოსტის მეშვეობით) არაუგვიანეს 2014 წლის 09 სექტემბრის 18:00 საათისა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

ბ-ნი ილია დარჩიაშვილი

მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზირი 150, თბილისი 0112, საქართველო,

ტელ: +99532 2437001 ან 02/03/04

ფაქსი: (+995-32) 2437077

ელ. ფოსტა: procurement@mdf.org.ge