სიხლეები   ფრიად საყურადღებო!
01.12.2015
  
 

ფრიად საყურადღებო!
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიუხედავად შესყიდვის მოცულობისა,  ნავთობპროდუქციის (საწვავის), სტანდარტული პერსონალური და პორტაბელური კომპიუტერების, A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის, ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურებისა და მცირე ტვირთამწეობის საბურავების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით, ამავე ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლებისაგან, კონსოლიდირებული ტენდერების პირობების შესაბამისად, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა,  უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების, თავდაცვის ატაშეს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ პრემიუმის შესყიდვის შემთხვევებისა დაშესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციებით დადგენილი ცალკეული გამონაკლისი შემთხვევებისა.


აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია დარეგისტრირდეთ კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის ახალ სისტემაში  ctd.spa.ge  და არაუგვიანეს 2015 წლის 2 დეკემბრისა, შეავსოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის თაობაზე თქვენი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი შესყიდვების საორიენტაციო რაოდენობებისა და სავარაუდო ჯამური ღირებულებების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ არ გეგმავთ კონსოლიდირებული ტენდერებით გათვალისწინებული რომელიმე პროდუქციის შესყიდვას, გთხოვთ, შესაბამის ველებში მიუთითოთ ნულები.
განმეორებით გაცნობებთ, რომ მათ ვისაც ჯერ კიდევ არ მიუღია სისტემაში ავტორიზაციისათვის საჭირო დეტალური ინფორმაცია, პირველ რიგში მოგიწოდებთ, შეამოწმოთ ე.წ. SPAM-ში. იმ შემთხვევაში თუ SPAM-ში არ მოიძებნა ავტორიზაციისთვის საჭირო დეტალური ინფორმაცია, გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე info@procurement.gov.ge წერილი, რომელშიც უნდა მიუთითოთ თქვენი ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი, რაში მდგომარეობს თქვენი მოთხოვნა (მაგ: არ მოგსვლიათ ავტორიზაციისთვის საჭირო ინფორმაცია) და მიუთითეთ ის ელექტრონული ფოსტა, სადაც გსურთ მიიღოთ აღნიშნული ინფორმაცია. 


სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ინფორმაცია მოწოდებულია შეცდომით (რაოდენობის ნაცვლად მითითებულია ღირებულება და ა.შ). ამიტომ, გთხოვთ, აღნიშნულ სისტემას გაეცნოთ ყურადღებით და შეავსოთ ველები სწორად.
შეგახსენებთ, რომ თითოეული ორგანიზაცია მკაცრად პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე.