სიხლეები   გამოიცა სახელმწიფო შესყიდვების გზამკვლევი
27.11.2015
  
 
გამოიცა სახელმწიფო შესყიდვების გზამკვლევი
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, მისი პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) ფარგლებში გამოსცა „სახელმწიფო შესყიდვების გზამკვლევი“.
 
უხვად ილუსტრირებულ გამოცემაში  ლაკონურად, მარტივად და გასაგებად არის გადმოცემული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ძირითადი პროცედურები, ელექტრონული ტენდერების, გამარტივებული შესყიდვების, აგრეთვე,  კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების, შავი და თეთრი სიების წარმოების,  სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. გამოცემას ბოლოში დართული აქვს თემატურად დალაგებული პრაქტიკული რჩევები შემსყიდველთათვის.
 
გზამკვლევი, მისი სტრუქტურირების გათვალისწინებით, დიდ დახმარებას გაუწევს შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სახელმწიფო შესყიდვების პრობლემატიკით დაინტერესებულ სხვა პირებს.
„სახელმწიფო შესყიდვების გზამკვლევის“ ელექტრონული ვერსია განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე და ელექტრონული შეტყობინებით დაგზავნილია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებელ ყველა შემსყიდველ ორგანიზაციასთან.