სიხლეები   კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
01.03.2011
  
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობები და წესი“. 2011 წლის 12 თებერვლიდან შემსყიდველ ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ კონკურსის მეშვეობით და შესაბამისი საკონკურსო განცხადებები ელ. ფოსტის contest@procurement.gov.ge მეშვეობით  წარუდგინონ სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნების მიზნით.