სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და კორეის საჯარო შესყიდვების უწყებას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
04.10.2017
  
 
1.jpg

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და კორეის საჯარო შესყიდვების უწყებას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ და კორეის საჯარო შესყიდვების უწყების ხელმძღვანელმა ჩუნ სუპ პარკიმ. მემორანდუმი გულისხმობს ქვეყნების შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, სამომავლო პარტნიორობას და გამოცდილების გაზიარებას. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის განცხადებით,  საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კორეის საჯარო შესყიდვების უწყების გამოცდილების გაზიარება და პარტნიორობა, რომელიც ამ მიმართულებით წარმატებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
„კორეა ცენტრალური ბიუჯეტის 50% მეტს სამშენებლო სამუშაოებში ხარჯავს, საქართველო დღეს  სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტების მიუკერძოებლად,  სამართლიანად, გამჭირვალედ და ეფექტიანად წარმართვის წინაშე დგას“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.
თავის მხრივ, კორეის საჯარო შესყიდვების ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა იმ წარმატებულ რეფორმებს, რაც ბოლო წლებში საქართველომ შესყიდვების კუთხით,  ახალი პროცედურების დანერგვისა  ელექტრონული სისტემის მოდერნიზების კუთხით განახორციელა.
მემორანდუმი ქორთიარდ მერიოტში მიმდინარე ფორუმის - ”აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის საერთაშორისო ფორუმი - საჯარო შესყიდვების თანამედროვე ელექტრონული სისტემები” ფარგლებში გაფორმდა. ფორუმი საერთაშორისო დონეზე მესამედ იმართება. ფორუმის მთავარი ორგანიზატორია აზიის განვითარების ბანკი, ხოლო თანამონაწილე მსოფლიო ბანკი.