სიხლეები   „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მადლობის სიგელი გადაეცა
22.12.2016
  
 
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მადლობის სიგელი გადაეცა
 
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მადლობის სიგელი გადაეცა. „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებს აერთიანებს და აქტიურად არის ჩართული დიალოგში სახელმწიფო უწყებებთან.
მადლობის სიგელი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ლევან რაზმაძეს „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა დანიელ გახარიამ გადასცა. როგორც  დანიელ გახარიამ განაცხადა, ეს ჯილდო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ შეხვედრების ფორმატში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის ერგო.
2016 წელს შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდებოდა. მიმდინარე წელს სხვადასხვა სფეროს მიმწოდებლებთან სულ 16 შეხვედრა ჩატარდა. ბიზნესმენებს  საშუალება ქონდათ უშუალოდ სააგენტოს თავმჯდომარისთვის მიეწოდებინათ სახელმწიფო შესყიდვებში მათთვის პრობლემურ საკითხებზე ინფორმაცია და საკუთარი ინიციატივები წარმოედგინათ.
მიმდინარე წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კანონმდებლობის სრულყოფის კუთხით ცალკეული ღონისძიებები სწორედ ბიზნესმენების შენიშვნებისა და ინიციატივების საფუძველზე განახორციელა.

2.jpg