სიხლეები   მე–4 მოწვევა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ეროვნულ საკონკურსო ვაჭრობაზე
15.09.2012
  
 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

მოწვევა ეროვნულ საკონკურსო ვაჭრობაზე

საქართველო

რეგიონალური განვითარების პროექტი II

ქ. წყალტუბოს ცენტრალური პარკისა  და ცივი ტბის ტერიტორიის გამწვანება/კეთილმოწყობა და სარწყავი სისტემის მონტაჟი

სესხის ნომერი: დადგინდება ეფექტურობის შემდგომ

პროექტის ნომერი: P130421

კონტრაქტის/ტენდერის №: IDA/RDPII/CW/NCB/04-2012

საქართველომ მოითხოვა მსოფლიო ბანკისაგან (თჰე ჭორლდ Bანკ) დაფინანსება რეგიონალური განვითარების პროექტის (II ფაზა) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: ქ. წყალტუბოს ცენტრალური პარკისა  და ცივი ტბის ტერიტორიის გამწვანება/კეთილმოწყობა და სარწყავი სისტემის მონტაჟი. საკონკურსო ვაჭრობა განხორციელდება მსოფლიო ბანკის წესებისა და პროცედურების შესაბამისად. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს უფლებამოსილ და კვალიფიცირებულ კონკურსის მონაწილეებს განახორციელონ ქ. წყალტუბოს ცენტრალური პარკისა  და ცივი ტბის ტერიტორიის გამწვანება/კეთილმოწყობა და სარწყავი სისტემის მონტაჟი, კონტრაქტის/ტენდერის № IDA/ღDPII/ჩჭ/NჩB/04-2012. სამუშაოები მოიცავს:

ქ. წყალტუბოს ცენტრალურ პარკში, ცივი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და სკვერის (№3 მოედანთან) სარწყავი სისტემის მონტაჟს და ტერიტორიის გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამუშაოებს.

ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოებია:

1. წყალსადენის პოლიეთილენის მილების ჩაწყობა თხრილში PN6 DN50 – DN20 – 464 მ;

2. წყალსადენის პოლიეთილენის მილების ჩაწყობა თხრილში PN8 DN100 – DN20 – 1,425 მ;

3. წყალსადენის პოლიეთილენის მილების ჩაწყობა თხრილში PN10 DN280 – DN75 – 5,575 მ;

4. წყალსადენის რკ. ბეტონის ჭების მოწყობა – 32 ც;

5. ურდულების მოწყობა D250 – D50 – 73ც;

6. ტერიტორიის კეთილმოწყობა გაზონების მოწყობით - 16,896 მ2;

7. ბუჩქების და ხეების დარგვა – 24,180 ცალი;

სამუშაოების ხანგრძლივობაა 330 დღე სამუშაოების დაწყებიდან.

სამუშაოების წინასწარი ღირებულება შეადგენს 3,210,345 ლარს ყველა სახის გადასახადის და სახელმწიფო მოსაკრებელის ჩათვლით, როგორც ეს წარმოდგენილია იტმ-14.7 ქვეთავში. თუმცა, ტენდერში მონაწილის პასუხმისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი, რომელიც შესაძლებელია იყოს წინასწარ ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი, შეესაბამებოდეს ადგილობრივი საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნათა შორის არის, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

1. კონკურსანტის საშუალო წლიური ბრუნვა დაანგარიშებული მიმდინარე ან დასრულებული კონტრაქტების ერთობლივი დადასტურებული გადახდებიდან, ბოლო სამი (3) წლის განმავლობაში უნდა იყოს არანაკლებ 4,800,000 ლარის ექვივალენტი;

2. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის ან არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, როგორიცაა ლიკვიდური აქტივები, დაუგირავებელი უძრავი ქონება, საკრედიტო ხაზები და სხვა ფინანსური რესურსები, გარდა სხვა საკონტრაქტო საავანსო თანხებისა, მინიმუმ 650,000 ლარის ექვივალენტის ოდენობით;

3. კონკურსანტს ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში მიღებული უნდა ქონდეს მონაწილეობა მინიმუმ ერთი (1) წარმატებულად დასრულებული მსგავსი სახის სამუშაოს განხორციელებაში, როგორც კონტრაქტორის, მმართვეელი კონტრაქტორის, ან ქვეკონტრაქტორის სახით, არანალკებ 2,550,000 ლარის ექვივალენტის ღირებულებით.

კონკურსი ჩატარდება მსოფლიო ბანკის მიერ 2011 წლის იანვარში გამოცემული  „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებითა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტებით განხორციელებული შესყიდვების სახელმძღვანელო დებულებაში“ აღწერილი ეროვნული საკონკურსო ვაჭრობის პროცედურების შესაბამისად და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა უფლებამოსილ მონაწილეს, სახელმძღვანელო დებულებაში მოცემული განსაზღვრების შესაბამისად. 

დაინტერესებულ უფლებამოსილ კონკურსის მონაწილეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება და საკონკურსო დოკუმენტაციის შემოწმება შეუძლიათ სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში ქვემოთ მოცემულ მისამართზე. საკონკურსო დოკუმენტაციის სრული კომპლექტის შეძენა, ქართულ ან ინგლისურ ენებზე, შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი განაცხადის წარდგენისა და არაანაზღაურებადი 200 ან 350 ლარის (საკურიერო მომსახურების ჩათვლით) ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში მისი ექვივალენტის გადახდის შემდეგ. გადახდა ხორციელდება თანხის გადარიცხვით ან ნაღდი ფულის შეტანით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შემდეგ საბანკო ანაგარიშზე: 

მოსარგებლე ბანკი: საქართველოს ბანკი

ბანკის მისამართი: გაგარინის ქ. №29ა, თბილისი 0160, საქართველო 

ბანკის კოდი: BAGAGE22

მოსარგებლე: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; საიდენტიფიკაციო კოდი: 206 074 193

ლარის/აშშ დოლარის/ევროს(მულტი-სავალუტო)ანგარიშის №: GE64BG0000000269619500             

მიუთითეთ: “მოწვევა საკონკურსო ვაჭრობაზე, პაკეტის ნომერი IDA/RDPII/CW/NCB/04-2012

სატენდერო დოკუმენტაცია გაგზავნილი იქნება საერთაშორისო კურიერული სამსახურის მეშვეობით. ამ შემთხვევაში შემსყიდველი არ აგებს პასუხს ამანათის დაკარგვაზე ან გვიან მიწოდებაზე.

საკონკურსო წინადადებას თან უნდა ახლდეს 65,000 (სამოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობის ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში მისი ექვივალენტის ოდენობის საკონკურსო წინადადების გარანტია ან სატენდერო წინადადების საგარანტიო დეკლარაცია ვადით: 5 წელი სატენდერო წინადადებების გახსნის დღიდან და წარდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებული მისამართზე, არაუგვიანეს 2012 წლის 11 ოქტომბრის 12:00 საათისა ადგილობრივი დროით. საკონკურსო წინადადებები გაიხსნება მათი მიღების დასრულების ვადის ამოწურვისთანავე იმ კონკურსის მონაწილეთა წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც მოისურვებენ პირადად დასწრებას ქვემოთ მოცემულ მისამართზე. დაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება.

ვის: ბ-ნი ლევან ჭიჭინაძე, აღმასრულებელი დირექტორი

მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზ. №150, თბილისი 0112, საქართველო

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისი

(1) საკონკურსო დოკუმენტაციის შემოწმების ან მიღების მიზნით: მე4 სართ, ოთახი №405

(2) საკონკურსო წინადადებების წარგენის მიზნით: მე3 სართ, ოთახი №301

(3) საკონკურსო წინადადებების გახსნის მიზნით: მე3 სართ, ოთახი №316

ტელ: +995 32 2437001/02/03/04

ფაქსი: +995 32 2437077

ელ. ფოსტა: procurement@mdf.org.ge

ვებ. გვერდი: www.mdf.org.ge