სიხლეები   შპს „გონი“
08.04.2024
  
 

შპს „გონი“

ს/ნ: 406027080

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2024 წლის 26 მარტს წარმოდგენილ იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 26 მარტის № 18-1824086137, № 18-1824086138 და № 18-1824086139 წერილობითი შეტყობინებები (რეგისტრაციის №2859; №2857; №2860), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა შპს „გონის“ (ს/ნ:406027080) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2023 წლის 7 სექტემბრის № 150; № 151 და № 152 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით (CMR230114362; CMR230114368 და CMR230114370) ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე. 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.