სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „mp group“
01.02.2022
  
 

 

 

საჯარო შეტყობინება – შპს „mp group“

 

 

შპს  „mp group“

ს/ნ: 404982523

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2022 წლის 4 იანვარს წარმოდგენილ იქნა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2022 წლის 3 იანვრის №1/07 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №33), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „mp group“-ის (ს/ნ: 404982523) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2021 წლის 27 ოქტომბრის № 60-7-221-967 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR210119719) ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.