სიხლეები   შემსყიდველ ორგანიზაციათა საყურადღებოდ!
12.10.2022
  
 

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილების საფუძველზე, 2023 წლის 1 იანვრიდან - 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში სადეზინფექციო კონცენტრანტის (რომელიც განკუთვნილია დეზობარიერისა და ზედაპირებისთვის) კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით შესყიდვის მიზნით ხორციელდება მონაცემების აგრეგირება.

 

კონსოლიდირებული ტენდერის დაგეგმვის მიზნით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2022 წლის 19 ოქტომბრამდე, აღნიშნულ მეილზე pharm2023@spa.gov.ge გადმოგზავნოთ ინსტრუქციის მიხედვით შევსებული ცხრილი, სადაც უნდა მიუთითოთ თქვენთვის საჭირო მზა ხსნარის რაოდენობა (ინსტრუქციისთვის იხ. ბმული), (CPV33631600 - ანტისეპტიკები და დეზინფექტანტები), რომლის შესყიდვასაც გეგმავთ 2023 წლის სახსრებით.

 

დეტალური ინსტრუქცია:

Ø  გატყობინებთ, რომ ცხრილში უნდა მიუთითოთ თქვენი ორგანიზაციისთვის საჭირო მზა ხსნარის რაოდენობა, რომელიც განზავდება კონსოლიდირებულ ტენდერში შემოთავაზებული სადეზინფექციო კონცენტრანტის გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით.  ამასთანავე, გთხოვთ თქვენი ორგანიზაციისთვის საჭირო მისაღები მზა ხსნარის რაოდენობა წარმოადგინოთ 200-ის ჯერადზე გაანგარიშებით და ასევე, გაითვალისწინეთ, რომ მისაღები მზა ხსნარის რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 ლიტრს.

 

Ø  2023 წლის განმავლობაში შესასყიდი სადეზინფექციო საშუალების რაოდენობის განსაზღვრისას, გაითვალისწინეთ თქვენი ორგანიზაციის მიმდინარე ან/და გასული წლ(ებ)ის საქონლის ხარჯვის სტატისტიკა და აღნიშნულის მიხედვით დაგეგმეთ 2023 წლისთვის შესასყიდი საქონლის რაოდენობა.

 

Ø  გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესასყიდი საქონლის განზომილების ერთეულად იგულისხმება აბი/ამპულა/დრაჟე/კაფსულა/ფლაკონი/ცალი/ტუბი და ა.შ. შესაბამისად, შესასყიდი მედიკამენტების რაოდენობების დაგეგმვისას გაითვალისწინეთ საქონლის შეფუთვა/დაფასოება და მედიკამენტის რაოდენობა განსაზღვროთ რელევანტურად, მაგ.: აბის/ამპულის/კაფსულის და ა.შ. შესყიდვისას, რაოდენობა გთხოვთ, განსაზღვროთ ერთზე მეტი.

 

Ø  მოგახსენებთ, რომ დაუშვებელია ცხრილში მოცემული მონაცემების ნებისმიერი სახით დაკორექტირება ან/და ინფორმაციის წაშლა! თქვენთვის სასურველი ინფორმაციის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ ველებში, რომლებიც შეფერილია წითლად, ხოლო მონაცემის შეყვანისთანავე, შეიფერება მწვანედ. სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ „დამატებითი ინფორმაციის“ სვეტი.

 

Ø  გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ Excel-ის ფორმატით მოცემული ცხრილი.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

+995 32 2 242 248   შიდა: 39

598 380 780 ნინი გამრეკელი

598 265 254 სალომე ძოძუაშვილი

577 615 515 მარინა გვრიტიშვილი

 

მიბმული ფაილები