სიხლეები   შპს „თ ჯგუფი“
22.05.2023
  
 

 

 

შპს „თ ჯგუფი“ 

ს/ნ: 442736023

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2023 წლის 10 და 19 აპრილს წარმოდგენილ იქნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 10 აპრილის № 126-1262310023 წერილობითი შეტყობინება და 2023 წლის 19 აპრილის № 126-1262310942 დაზუსტებული წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 3153; № 3381), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა შპს „თ ჯგუფის“ (ს/ნ: 442736023) მიერ NAT220023957 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2022 წლის 26 დეკემბრის №ტ94(23957) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტისა და იმავე წესისა და პირობების მე-7 მუხლის 8 1 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge