სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „ანამარია“
26.09.2023
  
 

 

შპს „ანამარია“

ს/ნ: 438108325

 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2023 წლის 30 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კრწანისის რაიონის გამგეობის 2023 წლის 30 აგვისტოს № 39- 01232422546 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 7196), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ანამარიას“ (ს/ნ: 438108325) მიერ NAT220009414 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2022 წლის 17 ივნისის № 5.1.16/30/061 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge .