სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „ბებერო“
05.10.2023
  
 

შპს „ბებერო“

ს/ნ: 434067662

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2023 წლის 20 სექტემბერს წარმოდგენილ იქნა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2023 წლის 24 სექტემბრის № 6066/07 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №7683), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ბებეროს“ (ს/ნ: 434067662) მიერ NAT230013163 ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული 2023 წლის 7 აგვისტოს №08.23-68 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე. 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.