სიხლეები   შემსყიდველ ორგანიზაციათა საყურადღებოდ!
06.10.2022
  
 

 

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს N446 დადგენილების საფუძველზე, 2023 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კვლავ გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადებას.

 

კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისა და შესყიდვის ობიექტის ზუსტი რაოდენობების განსაზღვრის მიზნით, მიმდინარეობს შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნათა აგრეგირების პროცესი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გთხოვთ, 2022 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით, მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე carinsurance2022@spa.gov.ge მოგვაწოდოთ ინფორმაცია თანდართული ცხრილის სახით, თქვენი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული (რიცხული), 2023 წლის განმავლობაში დასაზღვევი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ. გთხოვთ, იხ. ბმული...

 

გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში წარმოადგინოთ, სათანადოდ შევსებული Excel-ის ფორმატით მოცემული ცხრილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია რომელიმე შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნა ვერ იქნეს გათვალისწინებული კონსოლიდირებული ტენდერების საორიენტაციო რაოდენობებში.

 

ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შეუფერხებლად განხორციელებისა და რაციონალური ხარჯვის პრინციპის დაცვის გათვალისწინებით, სატენდერო კომისია მოგმართავთ რეკომენდაციით, სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის საბალანსო ღირებულებები მაქსიმალურად მიუახლოოთ საბაზრო ღირებულებებს, მაგრამ არანაკლებ საბაზრო ღირებულების 90%-ისა, რათა ზიანის ანაზღაურება არ განხორცილდეს  სადაზღვევო თანხისა და საბაზრო ღირებულების შეფარდების შესაბამისად და თავიდან იქნეს აცილებული არასრული დაზღვევით დარეგულირებული შემთხვევები.

 

აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით, გთხოვთ, დროულად უზრუნველყოთ თქვენი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული (რიცხული) სატრანსპორტო საშუალებების გადაფასების (საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით) პროცედურები.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცხელ ხაზზე: +995 32 2 484 822 +995 32 2 242 248 შიდა: 16 ან 577 011-244.