სიხლეები   შემსყიდველ ორგანიზაციათა საყურადღებოდ!
06.10.2022
  
 

გაცნობებთ, რომ 2023 წლის განმავლობაში სხვადასხვა დასახელების საოფისე ავეჯის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადებას.

 

კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვის, ჩატარებისა და შემდგომი ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად, მიმდინარეობს შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნათა აგრეგირების პროცესი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2022 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით, აღნიშნულ მეილზე - Furniture2022@spa.gov.ge მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი ორგანიზაციის საჭიროებების შესახებ თანდართულ ფაილში მოცემული დანართების შესაბამისად. (იხ. დოკუმენტი)

 

გაცნობებთ, რომ დანართი N1-ით წარმოგიდგენთ იმ დასახელების ავეჯის ჩამონათვალს შესაბამისი თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით (მასალა, ზომები, ფერი, ფუნქციონალური დატვირთვა, ესკიზით/ნახაზით და ა.შ), რომელიც წარმოადგენს მასობრივი მოხმარების სტანდარტულ ავეჯს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტანდარტული ავეჯის (დანართი N1 - ავეჯის ტექნიკური აღწერილობა) ყველა მონაცემი სრულად ემთხვევა თქვენს საჭიროებებს (აბსოლუტურად მისაღებია თქვენთვის), გთხოვთ, დანართ N2 EXCEL - ში ინფორმაცია შეავსოთ დანართი N1-ში მოცემული თითოეული პოზიციის მიხედვით, თუ რომელი დასახელების ავეჯი გესაჭიროებათ, რა რაოდენობის, რა ვადაში, რა მისამართზე და ასევე ინფორმაცია დასაწყობების შესახებ.

 

გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში მოგვაწოდოთ დანართი N2-ის (excel ფაილი) სახით გამოთხოვილი ინფორმაცია.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

555 511 817 - თათია შენგელია;

577 011 244 - თეო დანელია;

599 133 737 - ნათია ხინთიბიძე.