სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
07.03.2018
  
 
IMG_7285.JPG

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2018 წლის 7 მარტს გაიმართა შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობას, ასევე ორი უწყების შესაბამისი დანაყოფების უფლებამოსილ პირებს შორის. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა უწყებებს შორის შემდგომი თანამშრომლობის მიზნით ერთიანი ხედვების და მიდგომების დასახვა. ორივე უწყების უფლებამოსილმა პირებმა გაცვალეს ინფორმაციები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებულ ცალკეულ აქტუალურ თემებთან დაკავშირებით. ამავე შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ერთობლივი  სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების საკითხზე, რომელიც ბაზრის კვლევის თემატიკაზე იმუშავებს. გადაწყდა, რომ ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაიმართოს.
მხარეებმა დაადასტურეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის სურვილი, რათა ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყოფილ იქნეს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში შესაძლო კორუფციული რისკების შემცირება.