დღეს, 29 აპრილს სერვერზე არსებულ გაუმართაობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა იყო გათიშული. აღნიშნულის გამო ტენდერებში სადაც წინადადების მიღების ვადა სრულდებოდა 15:00 საათზე (SPA110010037, SPA110010271, SPA110010296, SPA110010312, SPA110010582, SPA110011509, SPA110011591, SPA110011714, SPA110011719) და 15:30 საათზე (SPA110010299) წინადადებების მიღების ვადამ გადაიწია ერთი საათით. შესაბამისად, აღნიშნულ ტენდერებში წინადადების მიღება დასრულდება 16:00 საათზე და 16:30 წუთზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის