სიხლეები   EFTA-სთან მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი
14.12.2015
  
 
EFTA-სთან მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი დიმიტრი გულისაშვილი 2015 წლის 1-4 დეკემბერს ჟენევაში გამართულ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) მოლაპარაკებების მეორე რაუნდში მონაწილეობდნენ.
მეორე რაუნდის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშეკრულების საკითხები, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვები.
ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია EFTA ოთხ ქვეყანას აერთიანებს: შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტეინი.
მოლაპარაკებათა შემდეგი რაუნდი 2016 წლის თებერვალში გაიმართება.