სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „ალამდარი“
03.12.2015
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „ალამდარი“
შპს „ალამდარი“
ს/კ: 404861253
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2015 წლის 30 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2015 წლის 29 ოქტომბრის №MES81501132871 წერილობითი შეტყობინება, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ალამდარის“ (ს/კ: 404861253) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2015 წლის 15 მაისის №181 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR150102415) ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8; ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge.