სიხლეები   მე–3 მოწვევა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ეროვნულ საკონკურსო ვაჭრობაზე
15.09.2012
  
 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

მოწვევა ეროვნულ საკონკურსო ვაჭრობაზე

საქართველო

რეგიონალური განვითარების პროექტი II

 წრიული გზის, ცენტრალური პარკის და ცივი ტბის ტეროტორიაზე გარე განათების რეაბილიტაცია ქალაქ წყალტუბოში

სესხის ნომერი: დადგინდება ეფექტურობის შემდგომ

პროექტის ნომერი: P130421

კონტრაქტის/ტენდერის №: IDA/RDPII/CW/NCB/06-2012

 

საქართველომ მოითხოვა მსოფლიო ბანკისაგან (თჰე ჭორლდ Bანკ) დაფინანსება რეგიონალური განვითარების პროექტის (II ფაზა) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: წრიული გზის, ცენტრალური პარკის და ცივი ტბის ტეროტორიაზე გარე განათების რეაბილიტაცია ქალაქ წყალტუბოში. საკონკურსო ვაჭრობა განხორციელდება მსოფლიო ბანკის წესებისა და პროცედურების შესაბამისად. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს უფლებამოსილ და კვალიფიცირებულ კონკურსის მონაწილეებს განახორციელონ წრიული გზის, ცენტრალური პარკის და ცივი ტბის ტეროტორიაზე გარე განათების რეაბილიტაცია ქალაქ წყალტუბოში, კონტრაქტის/ტენდერის № IDA/ღDPII/ჩჭ/NჩB/06-2012. სამუშაოები მოიცავს:

წრიული გზის, ცენტრალური პარკის და ცივი ტბის ტეროტორიაზე გარე განათების მოწყობას, კერძოდ დეკორატიული სანათების მოწყობას - 1,452 ცალი; ელექტრომომარაგების კაბელების მონტაჟს - 35,040 მეტრი; ტრანშეებში გოფრირებული მილების ჩაწყობას - 31,024 მეტრი.

სამუშაოების ხანგრძლივობაა 330 დღე სამუშაოების დაწყებიდან.

სამუშაოების წინასწარი ღირებულება შეადგენს 2,651,000 ლარს ყველა სახის გადასახადის და სახელმწიფო მოსაკრებელის ჩათვლით, როგორც ეს წარმოდგენილია იტმ-14.7 ქვეთავში. თუმცა, ტენდერში მონაწილის პასუხმისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი, რომელიც შესაძლებელია იყოს წინასწარ ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი, შეესაბამებოდეს ადგილობრივი საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნათა შორის არის, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

1. კონკურსანტის საშუალო წლიური ბრუნვა დაანგარიშებული მიმდინარე ან დასრულებული კონტრაქტების ერთობლივი დადასტურებული გადახდებიდან, ბოლო სამი (3) წლის განმავლობაში უნდა იყოს არანაკლებ 4,000,000  ლარის ექვივალენტი;

2. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის ან არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, როგორიცაა ლიკვიდური აქტივები, დაუგირავებელი უძრავი ქონება, საკრედიტო ხაზები და სხვა ფინანსური რესურსები, გარდა სხვა საკონტრაქტო საავანსო თანხებისა, მინიმუმ 550,000  ლარის ექვივალენტის ოდენობით;

3. კონკურსანტს ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში მიღებული უნდა ქონდეს მონაწილეობა მინიმუმ ერთი (1) წარმატებულად დასრულებული მსგავსი სახის სამუშაოს განხორციელებაში, როგორც კონტრაქტორის, მმართვეელი კონტრაქტორის, ან ქვეკონტრაქტორის სახით, არანალკებ 2,100,000 ლარის ექვივალენტის ღირებულებით.

კონკურსი ჩატარდება მსოფლიო ბანკის მიერ 2011 წლის იანვარში გამოცემული  „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებითა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტებით განხორციელებული შესყიდვების სახელმძღვანელო დებულებაში“ აღწერილი ეროვნული საკონკურსო ვაჭრობის პროცედურების შესაბამისად და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა უფლებამოსილ მონაწილეს, სახელმძღვანელო დებულებაში მოცემული განსაზღვრების შესაბამისად. 

დაინტერესებულ უფლებამოსილ კონკურსის მონაწილეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება და საკონკურსო დოკუმენტაციის შემოწმება შეუძლიათ სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში ქვემოთ მოცემულ მისამართზე. საკონკურსო დოკუმენტაციის სრული კომპლექტის შეძენა, ქართულ ან ინგლისურ ენებზე, შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი განაცხადის წარდგენისა და არაანაზღაურებადი 200 ან 350 ლარის (საკურიერო მომსახურების ჩათვლით) ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში მისი ექვივალენტის გადახდის შემდეგ. გადახდა ხორციელდება თანხის გადარიცხვით ან ნაღდი ფულის შეტანით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შემდეგ საბანკო ანაგარიშზე: 

მოსარგებლე ბანკი: საქართველოს ბანკი

ბანკის მისამართი: გაგარინის ქ. №29ა, 0160, თბილისი, საქართველო 

ბანკის კოდი: BAGAGE22

მოსარგებლე: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; საიდენტიფიკაციო კოდი: 206 074 193

ლარის/აშშ დოლარის/ევროს(მულტი-სავალუტო)ანგარიშის №: GE64BG0000000269619500             

მიუთითეთ: “მოწვევა საკონკურსო ვაჭრობაზე, პაკეტის ნომერი IDA/ღDPII/ჩჭ/NჩB/06-2012”

სატენდერო დოკუმენტაცია გაგზავნილი იქნება საერთაშორისო კურიერული სამსახურის მეშვეობით. ამ შემთხვევაში შემსყიდველი არ აგებს პასუხს ამანათის დაკარგვაზე ან გვიან მიწოდებაზე.

საკონკურსო წინადადებას თან უნდა ახლდეს 53,000 (ორმოცდაცამეტი ათასი) ლარის ოდენობის ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში მისი ექვივალენტის ოდენობის საკონკურსო წინადადების გარანტია ან სატენდერო წინადადების საგარანტიო დეკლარაცია ვადით: 5 წელი სატენდერო წინადადებების გახსნის დღიდან და წარდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებული მისამართზე, არაუგვიანეს 2012 წლის 8 ოქტომბრის 15:00 საათისა ადგილობრივი დროით. საკონკურსო წინადადებები გაიხსნება მათი მიღების დასრულების ვადის ამოწურვისთანავე იმ კონკურსის მონაწილეთა წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც მოისურვებენ პირადად დასწრებას ქვემოთ მოცემულ მისამართზე. დაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება.

 

ვის: ბ-ნი ლევან ჭიჭინაძე, აღმასრულებელი დირექტორი

მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზ. №150, თბილისი 0112, საქართველო

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისი

(1) საკონკურსო დოკუმენტაციის შემოწმების ან მიღების მიზნით: მე4 სართ, ოთახი №405

(2) საკონკურსო წინადადებების წარგენის მიზნით: მე3 სართ, ოთახი №301

(3) საკონკურსო წინადადებების გახსნის მიზნით: მე3 სართ, ოთახი №316

ტელ: +995 32 2437001/02/03/04

ფაქსი: +995 32 2437077

ელ. ფოსტა: procurement@mdf.org.ge

ვებ. გვერდი: www.mdf.org.ge