სიხლეები   კონფერენცია: „საჯარო სამსახურის რეგიონალური ქსელის წევრი ქვენების ანტიკორუფციული გამოცდილების გაზიარება საქართველოს მაგალითზე“
03.07.2015
  
 
საერთაშორისო ანტიკორუფციული ქსელის (The Regional Hub of Civil Service in Astana), ინიციატივით, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით 2015 წლის 30 ივნისს და 1 ივლისს ქ. ბათუმში ანტიკორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით ორდღიანი კონფერენცია „საჯარო სამსახურის რეგიონალური ქსელის მონაწილე ქვენების ანტიკორუფციული გამოცდილების გაზიარება“ გაიმართა.
 
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ყაზახეთის, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვას, აზერბაიჯანის, ბელორუსის და საქართველოს წარმომადგენლები.
 
ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს წამყვანი უწყებების გამოცდილების წარმოჩენა ანტიკორუფციული რეფორმების მიმართულებით, ანტიკორუფციული პოლიტიკისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხების კუთხით. ასევე, ასტანის საჯარო სამსახურის რეგიონალური ჰაბის წევრი ქვეყნების გამოცდილებათა გაზიარება.
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელით კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა საერთაშორისო სამსახურის უფროსი მანანა შურღულაია, რომელმაც წარადგინა პრეზენტაცია  სახელმწიფო შესყიდვების სფეროშო განხორციელებული რეფორმებისა და  მიღწევების შესახებ.  
 
როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, სხვა ქვეყნებისთვის საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმის შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში  ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა.