სიხლეები   მოწვევა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად
27.06.2014
  
 

თარიღი:

2014 წლის 26 ივნისი

სესხის ნომერი:

2655-GEO: მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - ტრანში 1

კონტრექტის ნომერი და დასახელება:

P42414-SUTIP1-ICB-1.05: ქ. თბილისში მეტროპოლიტენის მეორე ხაზის გაგრძელება და მეტროსადგური "უნივერსიტეტის" მშენებლობა

სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო დღე:

2014 წლის 26 აგვისტო, 15:00 საათი (საქართველოს ადგილობრივი დროით)

 

1.         საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის - პირველი ტრანშით გათვალისწინებული პროექტების დასაფინანსებლად. სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ქ. თბილისში მეტროპოლიტენის მეორე ხაზის გაგრძელებისა და მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" სამშენებლო სამუშაოებისათვის. ტენდერი ღიაა მხოლოდ იმ მონაწილეთათვის, რომლებიც წარმოდგენილია აზიის განვითარების ბანკის (ADB) წევრი ქვეყნებიდან.

 

2.         საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF) (შემდგომში „დამკვეთი“) იწვევს დალუქული სატენდერო წინადადებების წარმოსადგენად ტენდერის იმ უფლებამოსილ მონაწილეებს, რომლებსაც შეუძლიათ ქ. თბილისში მეტროპოლიტენის მეორე ხაზის გაგრძელებისა და მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" სამშენებლო სამუშაოებისათვის  გათვალისწინებული საკვალიფიკაციო კრიტერიუმების დაკმაყოფილება.

 

თბილისის მეტროს მე-2 ხაზის გაგრძელების ზოგადი მახასიათებლებია:

 

2,6 კმ სიგრძის მეტროს განშტოება, დელისის სადგურიდან უნივერსიტეტის სადგურამდე, შედგება შემდეგისგან:

Ø  დელისის სადგური (საერთო სიგრძე 131 მ, P.K. 56+00)

 

Ø  ორმაგი ჯვარედინი გადასასვლელი და პარკირების ლიანდაგები პლატფორმის შემდეგ (საერთო სიგრძე 285 მ)

 

Ø  760 მ სიგრძის ორმაგი გვირაბი დელისის და ვაჟა-ფშაველას სადგურებს შორის.

 

Ø  ვაჟა-ფშაველას სადგური (საერთო სიგრძე 205 მ, P.K. 68+00).

 

Ø  760 მ სიგრძის ორმაგი გვირაბი ვაჟა-ფშაველას და უნივერსიტეტის სადგურებს შორის, #50 სავენტილაციო შახტის, შახტიდან მთავარ გვირაბამდე შემოვლითი დერეფნის და საქაჩი სადგურის მიმღები რეზერვუარის ჩათვლით.

 

Ø  უნივერსიტეტის სადგური (საერთო სიგრძე 162 მ, P.K. 78+20), ქვესადგურით და სხვა ტექნიკური სათავსებით.

 

Ø  უნივერსიტეტის სადგურზე დაპროექტებული იქნება 110 მეტრიანი პლატფორმა ჩასასვლელით დარბაზიდან, რომელიც განლაგებულია ვაჟა-ფშაველას გამზირის და სანდრო ეულის ქუჩის გადაკვეთაზე.

 

Ø  აღნიშნული დარბაზი განლაგებულია 535 მეტრ სიმაღლეზე, პლატფორმები კი 487 მეტრზე, შესაბამისად, დახრა შეადგენს 53 მეტრს.

 

Ø  315 მ სიგრძის მონაკვეთი უნივერსიტეტის სადგურის შემდეგ, რომელიც შედგება გადასასვლელისგან Tg 0,11, პარკირების ლიანდაგებისგან, სადგურის და გადასასვლელის შემაერთებელი დერეფნისაგან, #51 ვენტილაციის შახტისგან და საქაჩი სადგურის მიმღები რეზერვუარისგან.

გვირაბში ჩასატარებელი სამუშაოები მოიცავს დაშენების, ელექტრიფიკაციის, სასიგნალო და საკომუნიკაციო სისტემების შესრულებას.

 

კონტრაქტის განხორიციელების პერიოდია: 21 თვე.

 

3.         საერთაშორისო საკონკურსო ვაჭრობა ჩატარდება ADB-ს ერთეტაპიანი, ორ კონვერტიანი პროცედურის შესაბამისად, და სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ღიაა ყველა იმ მონაწილესათვის, რომელიც წარმოდგენილია აზიის განვითარების ბანკის (ADB) წევრი ქვეყნებიდან.

 

აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა უნდა მიიღონ მხოლოდ უფლებამოსილმა მონაწილეებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდგომ ძირითად საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს:

 

-          მსგავსი სახისა და  მოცულობის კონტრაქტი:  კონკურსანტს ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში მიღებული უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მინიმუმ ორ (2) წარმატებულად დასრულებულ, ან არსებითად დასრულებულ, მსგავსი სახის სამუშაოს განხორციელებაში, რომელშიც კონკურსანტის წილი აღემატება 39,36 მილიონ აშშ დოლარს (ოცდაცხრამეტი მილიონ სამას სამოცი ათასი აშშ დოლარი).

-          მშენებლობის საშუალო წლიური ბრუნვა: 56,23 მილიონი აშშ დოლარი (ორმოცდათექვსმეტი მილიონ ორას ოცდაათი ათასი) მშენებლობის საშუალო წლიური ბრუნვის მინიმუმი, რომელიც იანგარიშება ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში მიმდინარე ან დასრულებული კონტრაქტებისთვის მიღებული დამოწმებული გადახდების საერთო რაოდენობის მიხედვით.

 

პერსონალის მოთოვნა

აუცილებელია მინიმუმ შემდეგი პერსონალი:

 

1

პროექტის მენეჯერი/ მეტროს სამშენებლო სამუშაოების ინჟინერი

 

2

ინჟინერ-გეოტექნიკოსი ჰიდროგეოლოგიის ექსპერტი

 

3

სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი

 

4

მეტროს აღჭურვილობის ინჟინერი

 

5

ინჟინერ-ელექტრომექანიკოსი 

 

6

სარკინიგზო აღჭურვილობის ინჟინერი - ტელეკომუნიკაციის - სასიგნალო სისტემის/SCADA (სადისპეტჩერო მართვის კომპლექსური ავტომატიზირებული სისტემა) ექსპერტი

 

7

სარკინიგზო აღჭურვილობის ინჟინერი - ელექტრიფიკაციის/ ელექტრომომარაგების ექსპერტი

 

8

მასალების/ ხარისხის კონტროლის ინჟინერი

 

9

არქიტექტორი

 

10

ეკოლოგიის სპეციალისტი

 

 

დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციის მე-6 თავი.

 

აღჭურვილობის მოთხოვნები

 აუცილებელია მინიმუმ შემდეგი აღჭურვილობა:

 

#

აღჭურვილობის ტიპი და მახასიათებლები

 

1

დიზელის ან ელექტრული ძრავით აღჭურვილი ჰიდრავლიკური, უკუჩამჩიანი ექსკავატორი დამატებითი (ოფციური) სანგრევი ჩქუჩით;

 

2

დიზელის ან ელექტრული ძრავით აღჭურვილი მტვირთავი

 

3

ნაგვისმზიდი

 

4

ტორკრეტირების დანადგარი

 

5

ბეტონის ტრანსპორტიორი

 

6

გადასაადგილებელი ამწე პლატფორმა

 

7

სილაჭავლური დანადგარი

 

8

პერფორატორი

 

9

კოლოიდური ცემენტის ხსნარის მაღალი სიჩქარის მიქსერი

 

10

შემრევი რეზერვუარის მიქსერი

 

11

ფრთიანი შემრევი

 

12

ორმაგდგუშიანი საცემენტაციო ტუმბო

 

 

დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციის მე-6 თავი.

 

4.         დამატებითი ინფორმაციის მიღება და საკონკურსო დოკუმენტების შემოწმება კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ ქვემოთ მოცემულ მისამართზე 10:00-დან 18:00 საათამდე, სამუშაო დღეებში:

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

მისამართი:     დავით აღმაშენებლის გამზ. 150, 0112, თბილისი, საქართველო, ოთახი #407

ტელ:               (+995 32) 243 70 01; 243 70 02; 243 70 03; 243 70 04

ფაქსი               (+995 32) 243 70 77

ელ.ფოსტა:      procurement@mdf.org.ge

5.         ინგლისურენოვანი საკონკურსო დოკუმენტაციის შეძენისთვის, ტენდერში უფლებამოსილი მონაწილეებმა უნდა:  

a.       მივიდნენ მგფ- ოფისში ზემოთ მოცემულ მისამართზე და გადაიხადონ არანაზღაურებადი თანხა 1,700 ლარის, ან 1,000 აშშ დოლარის ოდენობით. გადახდა განხორციელდება პირდაპირი გადარიცხვით მუნიციპალური განვითარების ფონდის ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე:

მიმღები ბანკი: სს ბანკი რესპუბლიკა, ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი

ბანკის მისამართი: გრიგოლ აბაშიძის ქ. #2, 0179, თბილისი, საქართველო

ბანკის კოდი: REPLGE22

მიმღები: სსიპ საქართველოს  მუნიციპალური განვითარების ფონდი;

საიდენტიფიკაციო კოდი: 206 074 193

ლარი/დოლარის (მულტივალუტური) ანგ. ნომერი: GE46BR0000010653180664

აღნიშვნით „მოწვევა სატენდერო პაკეტზე ნომერიP42414-SUTIP1-ICB-1.05:

 

ან

b.      გადაიხადონ არანაზღაურებადი მოსაკრებელი 2,000 ლარის ან 1,150 აშშ დოლარის ოდენობით (იხილეთ ზემოთ მითითებული ანგარიში) და ზემოთ მითითებულ მისამართზე მოითხოვონ სატენდერო დოკუმენტაცია ქ. თბილისში მეტროპოლიტენის მეორე ხაზის გაგრძელებისა და მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" სამშენებლო სამუშაოებისათვის - P42414-SUTIP1-ICB-1.05.  დოკუმენტაცია გაიგზავნება კურიერული სერვისის მეშვეობით. დამკვეთი არ იღებს პასუხისმგებლობას აღნიშნული დოკუმენტაციის დაკარგვაზე, ან დაგვიანებით მიწოდებაზე.

6.         წარმოადგინეთ თქვენი სატენდერო წინადადებები:

·         ზემოთ მითითებულ მისამართზე;

·         ბოლო ვადამდე: არაუგვიანეს 2014 წლის 26 აგვისტოს 15:00 საათისა საქართველოს ადგილობრივი დროით. დაგვიანებული სატენდერო წინადადებები არ მიიღება.

·         სატენდერო დოკუმენტით განსაზღვრული თანხის შესაბამის საკონკურსო გარანტიასთან ერთად.

სატენდერო წინადადებები გაიხსნება სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადის გასვლისთანავე, ტენდერში მონაწილეთა იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც მოისურვებენ დასწრებას.

7.         აგბ-ს ადგილობრივი პრეფერენციული სქემა არ გამოიყენება.