სიხლეები   მსოფლიო ბანკის მისია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში
20.05.2015
  
 
19 მაისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გაიმართა შეხვედრა მსოფლიო ბანკის  „საჯარო ფინანსების მართვის“ მისიის დელეგაციასთან. აღნიშნული მისია მუშაობს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემებისა და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოების მართვის სფეროში მსოფლიო ბანკის მხრიდან ტექნიკური დახმარების გაწევის შესაძლებლობების შეფასებაზე.
მისიის შემადგენლობაში იყვნენ ქალბატონი მედიჰა აგარი -  სახელმწიფო სექტორის მართვის სპეციალისტი; ბატონი ალლან გუსტაფსონი - კონსულტანტი; ბატონი სანდრო ნოზაძე -  მსოფლიო ბანკის შესყიდვების სპეციალისტი; ქალბატონი სოფიო დევნოსაძე - პორტფელის მართვის სპეციალისტი და
ქალბატონი ზეინეპ ლალიკი -  ფინანსური მართვის უფროსი სპეციალისტი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ თავმჯდომარის მოადგილე კახა დემეტრაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მანანა შურღულაია და ფინანსური მართვისა და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი მანანა ფარტენაძე.
მსოფლიო ბანკის მისიის საჯარო ინვესტიციების მართვაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საჯარო შესყიდვების საკითხებს და ამიტომ მისიის ინტერესი უკავშირდებოდა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის, სტატისტიკისა და მონიტორინგის მექანიზმების გაცნობას.